სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალა კონცერტი

13 ივნისი 2025, 11:53 662 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა დასრულდა. დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. ღონისძიებაში, აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის -„ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული 12 ანსამბლი მონაწილეობდა.
გამოვლინდნენ მთავარი პრიზის - „გრანპრის“, პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელი ანსამბლები.  „გრანპრის“ მფლობელ ანსამბლებს დაუფინანსდებათ გასტროლი და გადაეცემათ სასცენო სამოსი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ სასცენო სამოსით, ტრადიციული ხალხური საკრავებითა და ფულადი ჯილდოებით.       

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში