13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისი 2025, 09:40 243 ნახვა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. თბილისში,  მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. ვერეს სათავეში დატბორვის შემდეგ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-მდე ოჯახი და 1 000-მდე ადამიანი.  წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში