„პოსტვ“-ის გადამღებ ჯგუფს საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ

12 ივნისი 2025, 19:47 288 ნახვა

„პოსტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჟურნალისტი სასამართლოდან მათე დევიძის პროცესს აშუქებდა.

"მონა ხარ იცოდე ეს, სანამ არ მოკვდები" - მიმართავდნენ POSTV-ის ჟურნალისტს.

"POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყონებლივ მიმართავს პროკურატურას სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე რეაგირების მოთხოვნით“, - ნათქვამია „პოსტვ“-ის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში