ბათუმის ხელოვნების ცენტრში მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის კონცერტი სახელწოდებით - “The Beatles” გაიმართა.
პოპისა და როკ-ენ-როლის ლეგენდარული ჯგუფის ბითლზის ყველაზე ცნობილი ჰიტების განსხვავებული ვერსიები შესრულდა.
კონცერტში მონაწილეობა ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტებმა მიიღეს.