აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და ყაზახეთის ელჩის შეხვედრა

10 ივნისი 2025, 15:04 171 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მალიკ მურზალინს შეხვდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა ელჩს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და ტურისტული გარემო გააცნო.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.

შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. თანამშრომლობა მოიცავს კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში