თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფმა წვრთნა-შეფასების პროგრამა დაასრულა. სწავლების მიმდინარეობას საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლები აკვირდებოდნენ და აფასებდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ორ ფაზად ჩატარდა.
პირველი დაგეგმვას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ბატალიონის შტაბს შესაძლებლობა ჰქონდა, ოპერაციების დაგეგმვისა და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულიყო. მეორე კი აღსრულების ეტაპი იყო, რომელიც ნორიოსა და მარტყოფის საწვრთნელ არეალში ჩატარდა.