ამირან კახიძის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

09 ივნისი 2025, 14:03 160 ნახვა

ბათუმში, არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებლისა და ისტორიის დოქტორის,  ცნობილი  და მსოფლიო მასშტაბით  აღიარებული  არქეოლოგის  ამირან კახიძის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად,  საგანგებო ღონისძიება ჩატარდა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. ღონისძიებას ამირან კახიძის ოჯახის წევრები, კოლეგები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. გაიხსენეს ამირან კახიძესთან დაკავშირებული პირადი ისტორიები და ხაზი გაუსვეს მისი როგორც პროფესორის ღვაწლს. განსაკუთრებულად აღინიშნა  მეცნიერის   როლი არამარტო სამუზეუმო საქმიანობაში, არამედ  საქართველოში არქეოლოგიის სკოლის შექმნაში.  

ითქვა, რომ არქეოლოგიაში მისი განსაკუთრებული დამსახურების გამო  ატარებს  სწორედ მის სახელს   ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელსაც  რეაბილიტაცია  უტარდება და რომლის სკვერშიც  განთავსება ამირან კახიძის  ბრინჯაოს  ბიუსტი. ის   ბათუმელმა მოქანდაკემ,  დავით ბოლქვაძემ დაამზადა.   

დღესვე ღონისძიებაზე აჩვენებს ამირან კახიძის ფოტო-მასალა, რომლებიც გადაღებული აქვს არქეოლოგს სხვადასხვა დროსა და სივრცეში, მათ შორის  უშუალოდ კვლევითი საქმიანობის დროს.  ბსუ-ს ყოფილი რექტორი, ემერიტის-პროფესორი,  ცნობილი  არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და თაობათა აღმზრდელი  2023 წელს გარდაიცვალა. მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი  და ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია.

მონაწილეობა მიიღო არაერთ ექსპედიციაში, თუმცა  65-წლიანი კვლევის ძირითადმა ობიექტმა, ფიჭვნარმა მეცნიერი მსოფლიოში ცნობილ ანტიკოსად აქცია. იგი არაერთგზის იყო მიწვეული მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში