„სიკეთე მადლია“ - საქველმოქმედო კონცერტი ცხრა წლის საბა ლაბაძის დასახმარებლად გაიმართა. ღონისძიებაში ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საბა ლაბაძეს მარცხენა კიდურზე თანდაყოლილი ცერებრული დამბლა აქვს. მის სამკურნალოდ 12 ათასი ლარია საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. საბა ლაბაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ.