ჰორტენზია, ტუია, ბარბარისი, ვერცხლისფერი ნაძვი. ევროპის მოედანზე ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები ირგვება, რომელსაც ერთწლიანი სეზონური ყვავილებით აფორმებენ. პარკს, გუშინ 89 მცენარე დაემატა, ჯამში კი 120 უნდა დაირგოს. ქალაქის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის თქმით, ეტაპობრივად კიდევ რამდენიმე სკვერისა და პარკის მოწყობა იგეგემება.