კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა

07 ივნისი 2025, 12:12 94 ნახვა

კრწანისში მრავალეროვნული ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება დასრულდა. სწავლებაში რუმინეთის, ხორვატიის, ბულგარეთისა და საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი  მტრულ გარემოში მოქმედებების დროს ამოცანების დაგეგმვასა და აღსრულებისას ინტეგრირებული ლოჯისტიკური ქვედანაყოფების შესაძლებლობების დახვეწა და გაუმჯობესება იყო. სწავლება ორ ფაზად ჩატარდა და  საველე ელემენტსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც ვაზიანის სასროლეთზე გამნაღმველთა ჯგუფმა  აუფეთქებელი საბრძოლო მასალა გააუვნებელყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში