მშრალი პორტი გახსნილია

03 ივნისი 2025, 17:55 173 ნახვა

„თბილისი დრაი პორტი“, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა.
ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების პირველი სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პორტი სტრატეგიულად მდებარეობს, როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი