ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს - პრემიერი

31 მაისი 2025, 12:07 165 ნახვა

დღევანდელ დღეს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც საზოგადოებაში დიდი სიყვარულით, ნდობითა და პატივისცემით სარგებლობენ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.

„ასე იყო ეს წელსაც, დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის დროს, როდესაც მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებზე ზრუნვისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ.

 

საქართველოს მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს.

 

ჩვენ ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება. 

 

ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ ქართული პოლიციით, ვამაყობთ თითოეული გმირი პოლიციელებით.

 

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შეინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს და კვლავ იქნებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საიმედო საყრდენი.

 

კიდევ ერთხელ, გილოცავთ პოლიციელის დღეს!

 

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ რთულ, მაგრამ ძალიან საპატიო საქმიანობაში!“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი