უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ - ტრამპი

31 მაისი 2025, 10:44 212 ნახვა

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ვნახე ისეთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა. რაკეტები გაუშვეს კიევის მსგავს ქალაქებზე მოლაპარაკებების დროს, რომელიც, მეგონა, დასრულებასთან ახლოს იყო. ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეკითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „კარგ ადამიანად თუ ცუდ ადამიანად“ თვლის, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი