ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

30 მაისი 2025, 17:33 278 ნახვა

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"სულხან თამაზაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ასევე, წარმატებები უსურვა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მურვანიძეს და ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ცეცხლაძეს, რომლებიც პირველად ესწრებოდნენ მთავრობის სხდომას.

სხდომაზე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ყველა შესაბამის უწყებას მიეცა მითითება, რომ რეგიონი სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ჩამოსულ სტუმრებს.

აღინიშნა, რომ ბათუმში დასრულდა რუსთაველის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. დარჩენილი სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რაც სეზონის დაწყებისთვის ქალაქის მზადყოფნას უზრუნველყოფს.

სხდომაზე განიხილეს აჭარაში ტურიზმის ზრდის პოზიტიური ტენდენციები. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიაა რეგიონი ოთხივე სეზონზე იყოს ტურისტული მიზიდულობისა და ეკონომიკური აქტივობის ცენტრი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სრულად იყოს ათვისებული მაღალმთიანი აჭარის პოტენციალი, რაც ყველა მუნიციპალიტეტში კეთილდღეობისა და შესაძლებლობების თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს.

მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ რეგიონში პოზიტიური მოლოდინებია ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. არსებული პროგნოზით, 2025 წელს აჭარაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა დაფიქსირდება. ასევე, საქართველოს მთავრობასა და „ემაარ ჯგუფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია, გონიოში ახალ დინამიკას შესძენს რეგიონის დეველოპერულ სექტორს და გააძლიერებს ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი