საქართველოში მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი მწეველია

09 მაისი 2017, 00:00 2883 ნახვა

საქართველოში მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი მწეველია, ანუ ყოველი მესამე ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია. ამავე სტატისტიკის მიხედვით, წელიწადში თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებით 14 ათასი ადამიანი კვდება.  

„თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის იდეის ავტორი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ კანონი დროულად უნდა შევიდეს ძალაში. "კაფეებსა და რესტორნებში სპეციალური მოსაწევი ოთახები კანონით არ დაიშვება. გამონაკლისი მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებში ტერიტორიის 20 პროცენტში , ციხეებში, ფსიქიატრიული საავადმყოფოებსა და ტურისტული ინტერესებიდან გამომდინარე ლიცენზირებულ კაზინოებსა და სიგარა ბარებში იქნება" აცხადებს მაღრაძე. მისი თქმით "მწეველთა რიცხვი  34 პროცენტს შეადგენს, ამიტომ ამ კანონის მიღების დროულად აუცილებელია, თან  ისე, რომ კანონს არ დარჩეს შავი ხვრელები და მისი აღსრულება ბოლომდე მოხდეს.

„თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონი 2018 წლის მაისიდან ამოქმედდება. კანონმდებლობით აიკრძალება თამბაქოს საჯარო დაწესებულებებში, კაფეებსა და ბარებში  მოწევა.  დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ფულადი ჯარიმით გადახდა მოუწევთ, რაც 500- 2000 ლარამდე იქნება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი