ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგით გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას არალეგალური უწოდა და რუსულ რეჟიმს შეადარა.
მისი განცხადებით, მსგავსი ქმედებებით ქართული ოცნება კიდევ უფრო სუსტდება და წინააღმდეგობის პლატფორმა შექმნილ ვითარებაში აგრძელებს პარტნიორებთან შეხვედრას.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს დილით საქართველოშ ვიზიტად მყოფ სენატორ სტივ დეინსთან აუდიენცია გამართა.