 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
" ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს" , - გვითხრეს შსს-ში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            