13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობა.
მამაკაცთა შორის საქართველოს წარმომადგენელი ყველა წონაში ეყოლება. გიორგი სარდალაშვილი - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს; ვაჟა მარგველაშვილი 66-ში; ლაშა შავდათუაშვილი 73-ში; 81 კილოგრამში ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი იჭიდავებენ; 90-ში კი ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე. 100 კილოგრამში იჭიდავებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ილია სულამანიძე, მძიმე წონაში კი საქართველოს ღირსებას გურამ თუშიშვილი დაიცავს.
ქალთა შორის იჭიდავებენ: ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე - 57 კილოგრამი; ეთერ ასკილაშვილი - 63 კილოგრამი და +78-ში სოფიო სომხიშვილი.
გუნდური ასპარეზობისთვის ნაკრებს დაემატებიან: მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.