აქცია ბათუმში

28 მაისი 2025, 20:06 191 ნახვა

საპროტესტო აქცია ბათუმში გრძელდება. შეკრებილები ითხოვენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
აცხადებენ, რომ 2 დღის წინ ლუკა ნაცვლიშვილი უკანონოდ დააკავეს ამით კი მათივე თქმით, ცდილობენ ახალგაზრდების დაშინებას. მიაჩნიათ, რომ დაირღვა ლუკა ნაცვლიშვილის კონსტიტუციური უფლებები.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას. ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში