საპროტესტო აქცია ჰარვარდის უნივერსიტეტში

28 მაისი 2025, 09:34 140 ნახვა

ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა  საერთაშორისო სტუდენტების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს და უნივერსიტეტს ფედერალური ზეწოლის გაძლიერების ფონზე მტკიცე პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდეს. 

აშშ-ის ადმინისტრაციამ ფედერალურ სააგენტოებს დაავალა, გადაეხედათ და შეეწყვიტათ ან გადაენაწილებინათ ჰარვარდთან დარჩენილი კონტრაქტები, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

მთავრობამ უკვე გააუქმა უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი თითქმის 3 მილიარდი დოლარის ფედერალური კვლევითი გრანტები და გასულ კვირას საერთაშორისო სტუდენტების მიღების უფლებაც. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში