საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიო მასშტაბით ისევ აღნიშნავენ. ჩვენი ქვეყნისთვის უმიშვნელოვანეს თარიღს სხვადასხვა ფორმით გვილოცავენ, როგორც ოფიციალური განცხადებებით ასევე, უცვლელი ტრადიციით-რამდენიმე, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საბერძნეთში, კონკრეტულად კი ათენში ომონიის მოედანი, მეხუთედ გამოჩნდა ნიაგარას ჩანჩქერზე საქართველოს დროშის გამოსახულება, ეროვნული სიმბოლოს, ჩვენი ქვეყნის დროშის ფერებში განათდა მადრიდში სიბელესის მოედანიც,
ასტანაში მომავლის ენერგიის მუზეუმის ,,ნურ-ალემის“ შენობა, უზბეკეთში კი ტაშკენთ სითის შენობები.
ამ ფორმით მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნები გამოხატავენ მხარდაჭერასა და პატივისცემას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.