დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყო ხულოში. ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა.
გაიმართა სპორტული აქტივობები ფეხბურთში, მკლავჭიდში, კალათბურთსა და ნარდში.
პარალელურად მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ამ წუთებში იწყება საზეიმო კონცერტი. 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდება საქართველოს ჰიმნი.