ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ემოციური დღეა.
„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში, თუმცა ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეს არის ყოველდღიური საქმე, რაც ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, იმისთვის, რომ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, შევძლოთ, რომ დავიცვათ, გვქონდეს მშვიდობა, სტაბილურობა და ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, როგორზეც უოცნებიათ ჩვენს წინაპრებს, ვოცნებობთ ჩვენ და გვინდა, რომ იყოს ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, პარტნიორებისგან ბევრი მილოცვა მიიღო საქართველომ.