ვაშინგტონის მერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

26 მაისი 2025, 08:50 191 ნახვა

აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს საელჩო ასევე აქვეყნებს ვაშინგტონის მერის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში