შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭავჭავაძის გამზირზე, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სანდრო წივწივაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულ 28 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი, სანდრო წივწივაძეს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.