ზურაბ გორგილაძის გახსენება

24 მაისი 2025, 19:59 336 ნახვა

სახალხო ზეიმი  "ზურაბობა" -აღინიშნა სოფელ გორგაძეებში. ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმში დილიდან შეიკრიბნენ მეგობრები და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები. წაიკითხეს ლექსები, იყო პოეტის ხელნაწერი ლექსების გამოფენაც.  სპეციალურად ამ დღისთვის დაიდგა -  ცეკვა განდაგანა, რომელიც ზურაბ გორგილაძის ლექსების აჭარულ მოტივებს ეფუძნება.  ასევე, სტუმრებმა მოისმინეს  ოქროს ფონდში დაცული  პოეტის მიერ წაკითხული რამოდენიმე ლექსი. ზურაბ გორგილაძე 88 წლის წინ 5 მაისს დაიბადა. ყოველ წელს მაისში პოეტისადმი მიძღვნილი რამდენიმე  ღონისძიება იმართება. შეგახსენებთ პოეტი ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალული.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში