თსუ-ს სუპერლიგის ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს

23 მაისი 2025, 13:12 85 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა, ამჯერადაც ქუთაისში და ამჯერადაც სტუმარმა თსუ-მ გაიმარჯვა. სტუდენტურმა გუნდმა „ქუთაისი“ 86:84 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

გადამწყვეტი დევონტრე ტომასის სამქულიანი აღმოჩნდა, რომელიც მან სწორედ 17 წამით ადრე ჩააგდო და თსუ-ს 86:84 მოაგებინა. სერია სამ მოგებამდეა.

მომდევნო შეხვედრა თბილისში 25 მაისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში