“ვინმე” - ასე ჰქვია ნოველას, რომლის პრეზენტაციაც აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. ავტორი პედაგოგი დარინა აბულაძეა, რომლისთვისაც ეს პირველი წიგნია.
ავტორი ნოველაში შეეხო თინეიჯერების პრობლემებს, თვითდამკვიდრების გზებს, ბავშვისა და მშობლის, ასევე პედაგოგის ურთიერთობებს.
პრეზენტაციას დარინა აბულაძის კოლეგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.