„შავი ლომი“ შოტლანდიაში იმყოფება, სადაც დღეს „სკოტსთოუნზე“ „გლაზგო უორიორსის“ მეორე გუნდთან ტესტმატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება. ამ მატჩისთვის გუნდის სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა.
მხარეების შეთანხმებით, თამაშში შეცვლები შეუზღუდავი იქნება და მონაწილეობას შეკრებაზე მყოფი ყველა მორაგბე მიიღებს. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიაში „შავმა ლომმა“ ერთი შეხვედრა უკვე გამართა.
რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა „ედინბურგი A“ 47:33 დაამარცხეს. ქართველთაგან ლელოები ბაჩუკი ჭუმბაძემ, აკაკი ტაბუცაძემ ორი, ზაურ ლუტიძემ, ირაკლი ქვათაძემ, შალვა აფციაურმა და ამირან შვანგირაძემ გაიტანეს.