ბათუმელი ტაეკვონდისტების წარმატება „პრეზიდენტის თასზე 

19 მაისი 2025, 09:50 114 ნახვა

ბულგარეთში გამართულ ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული სარეიტინგო შეჯიბრის G-3 პრეზიდენტის თასზე ტაეკვონდოში ბათუმის სპორტის სასახლის წარმომადგენელმა ზურაბ კინწურაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია და ამ წარმატებით 10 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ამავე ტურნირზე, ოღონდ ახალგაზრდებში იასპარეზა კიდევ ერთმა ბათუმელმა ნიკა ღოღობერიძემ, რომელმაც "პრეზიდენტის თასზე გამოსვლა ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაასრულა."

შეგახსენებთ, რომ ნიკა მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია და ამ გამარჯვებით მოიპოვა 20 სარეიტინგო ქულა და ლიდერობა შეინარჩუნა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი