უკვე მეშვიდედ საქართველო ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს. ქოუჩინგის როლი განათლებაში - დღეს საერთაშორისო კონფერენცია სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა. ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები კონფერენციის მონაწილეებს უზიარებენ გამოცდილებას, როგორ უწყობს ქოუჩინგი ხელს მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მოსწავლეზე ორიენტირებული, ნდობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემოს ჩამოყალიბებას.