საზღვაო სფეროში დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო დღე

17 მაისი 2025, 11:57 106 ნახვა

"შესაძლებლობების ოკეანე ქალებისთვის"-16 მაისს, საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო ინსტიტუტში სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ქალების მნიშვნელოვან როლს საზღვაო ინდუსტრიაში, რათა ხელი შეეწყოს გენდერული ბალანსისა და ინკლუზიურობის პროცესის განვითარებას. ღონისძიებას საზღვაო სფეროში დასაქმებული წარმატებული ქალები ესწრებოდნენ, რომლებმაც ერთმანეთს გამოცდილება და შეხედულებები გაუზიარეს. დღეისათვის სასწავლებელში სამი გოგო სწავლობს, რომლებიც სრულიად გათავისუფლებულები არიან სწავლის საფასურისგან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი