 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე იკავებდა თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            