უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ გაიმართება

29 მაისი 2016, 00:00 2707 ნახვა

ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი- მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და  უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში ხვალ, 15 საათზე გაიმართება.

ამავე კატეგორიაში