ფესტივალი „გადარჩენისთვის“

13 მაისი 2025, 10:50 116 ნახვა

ბათუმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ფესტივალი სახელწოდებით  - „გადარჩენისთვის“ იმართება. 2 დღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები მაყურებლებს მრავალ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან, გააცნობენ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ლიტერატურას, ხელოვნების ნიმუშებს, შეახსენებენ  საკრალურ ფასეულობებს, რაც დაეხმარება თანამედროვე ადამიანს მარადისობის ნაწილად იგრძნოს თავი.

ფესტივალში მონაწილეობენ: სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები. ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლები ღვთისმშობლის იკონოგრაფიით და ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალის დამაარსებელია ქალაქ ბათუმის მერია.

ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II- ისა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით იმართება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი