ბათუმის ბულვარში ხელოვნების სტუდიამ „ფერადი სამყარო” საქველმოქმედო გამოფენა მოაწყო. წარმოდგენილი იყო, ფერწერული ნამუშევრები და თოჯინები. სტუდიაში 7-დან 14 წლამდე აღსაზრდელები სწავლობენ. გამოფენიდან შემოსული თანხები ახალშენის „ფერისცვალების“ ეკლესიის მოხატვას მოხმარდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            