შინმოვლის პროგრამა

06 მაისი 2017, 00:00 2372 ნახვა

საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები ბათუმში მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ტრენინგს უტარებენ. მიზანი, შინმოვლის პროგრამის შესახებ სამოქალაქო მონიტორინგის ჩატარებაა, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს რამდენად ეფექტურია პროგრამები ბათუმში.  მონიტორინგი წელს მეორედ განხორციელდება.

სამუშაოს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი შეასრულებს, რომელიც ადგილობრივი მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებით დაკომპლექტდა. ჯგუფის წევრები სპეციალური კითხვარებით კარდაკარ შემოვლის პრინციპით გადაამოწმებენ სერვისის ხარისხს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში