ბათუმში, ორ ადამიანს ლითონის მასალა დაეცა - ცოლ-ქმარი კლინიკაშია გადაყვანილი

10 მაისი 2025, 22:56 1164 ნახვა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი დაეცა. 

შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი ახადა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცნობია.

ადგილზე მუშაობენ შსს-ს შესაბამისი დანაყოფები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში