საგამოძიებო კომისია მოქმედებს პარლამენტის მანდატით, ყველამ ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე - შალვა პაპუაშვილი

09 მაისი 2025, 11:30 97 ნახვა

საგამოძიებო კომისია მოქმედებს პარლამენტის მანდატით და ყველამ ნება უნდა იბოძოს და მოვიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, არჩევანი გააკეთეს, რომ წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ერთი რამე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც არ მოვიდნენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ვიცი, რომ მათ ზოგიერთი დიპლომატი და უცხოელი პოლიტიკოსი აძლევს იმედებს, რომ ისინი თუ წავლენ კონსტიტუციის, კანონის წინააღმდეგ, შემდეგ მათ გადაეფარებიან და დაიცავენ. არ გქონდეთ არავის იმედი, რადგან საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას. მათ ჰქონდათ არჩევანი, წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუ წასულიყვნენ რომელიღაც დიპლომატების წინააღმდეგ. არჩევანი გააკეთეს, რომ წასულიყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და შესაბამის პასუხსაც მიიღებენ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონმდებლობისგანაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში