სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

05 მაისი 2025, 15:59 66 ნახვა

სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, გრძელდება სამუშაოები გზის გაფართოების მიზნით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილთან დღეს მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში