ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

03 მაისი 2025, 11:55 107 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ინტერპოლით ძებნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა რუსთავში დააკავეს  პატიმრობა შეუფარდა. 41 წლის კაცს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება ბრალი. მას კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია - ინტერპოლი ეძებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ჯავედ ხუდამოვი, 2022 წელს, საქართველოში თურქეთიდან, სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით, სხვისი პასპორტით შემოვიდა.
დაცვის მხარე ხაზს უსვამს, რომ, საქართველოში ყოფნის 3 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მოქალაქეს კანონი ერთხელაც არ დაურღვევია. სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმაც - მისი თქმით, ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანების გაყიდვითაა დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ხუდამოვი 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდა. "კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში