ორი ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურები 4 000-4 000-ლარით დაჯარიმდნენ

01 მაისი 2025, 17:56 114 ნახვა

4000-4000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „ახალის“ პრესსამსახურის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლომ. ანა ყურაშვილსა და მირანდა ბაღათურიას პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, რისთვისაც შსს ორივესთვის პატიმრობას ითხოვდა.
ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციელი მირიან ქავთარაძე, სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაზარალებული-მოწმის სტატუსით გამოიკითხა და სასამართლო შენობას ტოვებდა.
ბრალდებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან პოლიტიკური პარტიების პრესსამსახურის თანამშრომლები. ირწმუნებიან, რომ ინციდენტის დროს ისინი დასახელებულ ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც მათივე თქმით მტკიცებულებებით დასტურდება.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში