პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

01 მაისი 2025, 14:19 138 ნახვა

მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლითაც მოხდება დაფინანსების მოდელების შეცვლა, გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც უნდა განახორციელოს დაწესებულებამ, ექიმმა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი სათანადოდ ასრულებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, – ახალ რეფორმაზე  ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პირველად ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან ამბიციური გეგმა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს.

ასევე გათვალისწინებულია ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში