მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურად იცავდნენ და იცავენ სამშობლოს - პრეზიდენტი

30 აპრილი 2025, 12:09 110 ნახვა

მე, როგორც საქართველოს სამხედრო ძალებისუმაღლესი მთავარსარდალი ამაყი ვარ, რომ ჩვენიჯარისკაცები ყოველთვის გმირულად და ვაჟკაცურადიცავდნენ და იცავენ სამშობლოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს სამხედროებს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვთ შეტანილი გლობალური მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. საქართველოს მთავრობა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მუდმივად ზრუნავს და ამ საქმეში განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალიტეტს და თითოეულ თანამშრომელს.

ჩვენო გმირო სამხედროებო, თქვენ ხართ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი და ის საფუძველი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ძლიერი და მშვიდობიანი მომავალი. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა, სიმტკიცე და გამარჯვება! თქვენს ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი და მტკიცედ მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალებით, ღირსეულად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს დაცვას და კიდევ უფრო გაძლიერებას" - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა შეიარაღებული ძალების ვეტერანებს.

„სამხედრო სამსახური მოითხოვს სიმამაცეს, პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს. თითოეული თქვენგანი გმირობისა და თავდადების მაგალითია, სწორედ თქვენ წარმოადგენთ იმ მტკიცე საყრდენს, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლება, სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მომავალი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და მისი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შექმნის დღიდან, 34 წლიანი ისტორიის განმავლობაში, თავდაცვის ძალები ყველა ომსა და ბრძოლაში ღირსეულად იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და თავისუფლებას, რისთვისაც ქედს ვიხრი თითოეული სამხედრო მოსამსახურის წინაშე.

განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, მივმართო ჩვენს ვეტერანებს - იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის საუკეთესო წლები მიუძღვნეს ჩვენი ქვეყნის დაცვას. თქვენ დღესაც ინარჩუნებთ მტკიცე სულს და ასწავლით მომავალ თაობებს სამშობლოს სიყვარულს.

დიდი მადლიერებით ვიხსენებთ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომელთაც განუზომელი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს წინაშე. თქვენი ძალა, სიმტკიცე და სიყვარული სამშობლოს მიმართ, შთაგონების წყაროა თითოეული ჩვენგანისთვის.

ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს თავისუფლებას. მათი სახელები ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც გმირების, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნეს ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში