სოფელ კვირიკეში 200 ოჯახი მესამე დღეა წყლის გარეშეა

05 მაისი 2017, 00:00 3729 ნახვა

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. 200 მდე ოჯახს წყალი მესამე დღეა არ აქვს. მოსახლეობამ არ იცის რატომ შეუწყდათ წყლის მიწოდება, მათთვის ინფორმაცია კომპანიას არ მიუწოდებია. სასმელი წყლის გარეშეა სოფელში საბავშვო ბაღიც. ბაღის თანამშრომლები წყალს წყაროს წყლით ამარაგებენ. სასწავლო პროცესი არ შეუწყვეტიათ.

შპს '’სოფლის წყლის’’ დირექტორი ამბობს, რომ წყალი სოფელს ცენტრალური მილების დაზიანების გამო არ აქვს.  "სოფელში წყლის მილები ძველია რის გამოც ხშირად ზიანდება, ახლაც პრობლემები შეიქმნა და გასული სპეციალისტები ადგილზე. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება წყლის მიწოდება" - აცხადებს პს '’სოფლის წყლის’’ დირექტორი ჯემალ უსტიაშვილის 

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში