სასამართლომ ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. საბოლოოდ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. რაც იმას ნიშნავს, უახლოს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მოთხოვნით, ქათამაძეს ქვეყნიდან გააძევებენ.
როდის დაიწყება გაძევევის პროცედურა, ჯერჯერობით უცნობია. ქათამაძის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.
თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პროსტესტის ნიშნად ის 48 დღე შიმშილობდა.