ბათუმში გამწავანების აქცია გაიმართა, საქართველოს და აჭარის პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები დარგეს და ამით პატივი მიაგეს სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა ხსოვნას.
28 აპრილს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 33 და დასახიჩრდა 257 ადამიანი.