ხვალ 10 საათზე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ამჯერად კომისიის წევრები შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის, შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე დაბარებულ პირებს მოუსმენენ. სხდომაზე მოწვეულნი არიან თეიმურაზ ჭიჭინაძე, შალვა ოგბაიძე, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე.