საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დელეგაცია ეწვია

25 აპრილი 2025, 12:53 103 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია, რომელსაც ეროვნული პოლიციის უფროსი - მაჰმუთ დემირთაში  ხელმძღვანელობს.

დელეგაციას მეზობელი ქვეყნიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მეათე შეხვედრა გამართეს, რომელიც „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების საფუძველზე მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში იკრიბება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მინისტრის მოადგილესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ასევე სასაზღვრო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კომისიის რიგით მეათე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პრიორიტეტული საკითხები და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებსა და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე.

დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი