დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო. როგორც სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, სარჩელი ეხებოდა მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტს. საუბარია თბილისში, 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე.
მომჩივანს საპარლამენტო განხილვებთან ჰქონდა შენიშვნა, საიდანაც პასუხად მიიღეს, რომ მათ კონფიდენციალურობის ვალდებულება მედიასთან დაარღვიეს. მომჩივანი ასევე მიიჩნევდა, რომ მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა, ვინაიდან უზენაესი სასამართლო მისი გამამტყუნებელი განაჩენის გამყარებისას, დაეყრდნო გ.ჯ-ს და გ.ბ-ს ჩვენებებს, რომელთა დაკითხვის შესაძლებლობაც მათ არ მიეცა მას შემდეგ, რაც მათ შეცვალეს თავიანთი ჩვენებები სასამართლოზე. როგორც სტრაბურგის სასამართლოს განჩინებაშია ნათქვამი, განაცხადი დაუშვებელია.
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე 11 წლიან პატიმრობაშია. 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს, ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპნენ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი ორ პირს, მიხეილ კალანდიას და გიორგი ჯანაშიას წარედგინათ.
ორივე მათგანი სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნო. მიხეილ კალანდია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება, გიორგი ჯანაშიას კი 2020 წლის იანვარში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.